logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ!
- +

26 ივნისი. 2016. 21:31


ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა.


 შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი „ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს:


 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების ლიდერებთან განვიხილეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მზადება.

 

დღესვე ცნობილი გახდა ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის წინასწარი შედეგები, სადაც ნაციონალური მოძრაობა საგრძნობი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ქართულ ოცნებასთან ერთად ყველა სხვა პარტიის რეიტინგები შემცირებულია, მათ შორის ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები კარგ ფორმაში არიან და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან."- აღნიშნულია განცხადებაში.



„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოდესის გუბერნატორთან ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს ათანხმებენ.


უმცირესობის წარმომადგენლები უკრაინას დღეს დატოვებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner