logo_geo
eng_logo
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება
- +

10 სექტემბერი. 2020. 17:36

 

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

 

ამასთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

 

„უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ  ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner