logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა
- +

26 ივნისი. 2016. 22:07


პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვით პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობაზე გაამახვილა.


ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ, შემართულ ახალგაზრდას ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები  არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის  ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების" თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ახალგაზრდების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას  ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ.


ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს ქვეყნის საუკეთესო, პროგრესული ნაწილი უწოდა.  კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი კონსოლიდაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი  იმედი​ს სხივი.


თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი,რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრის ფორმირების  ერთერთი ქვაკუთხედითქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ  პოლიტიკური თანამედროვე სტილის,რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ , ან წარსულში ჩარჩენილპოლიტიკურ სეგმენტს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები!",- დასძინა კახა კალაძემ.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის  ახლადარჩეულმა თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ნდობის გამოცხადებისთვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა  და პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო  „ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების" ხელმძღვანელი ევინ ინკისი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner