კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, სასულიერო პირთა წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება:
„მიკვირს, უფრო სწორედ შოკში ვარ, საიდან ასეთი აგრესია თუ აგდებული დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართ?!
ჩემს წინა პოსტზე, რა არ დაიწერა კომენტარებში, თან არა მარტო დღევანდელ ინციდენტზე, არამედ ზოგადად მოძღვრებთან დაკავშირებით... მე სწორედ ამ გარემოებამ გამაკვირვა...
ერთი რამე ვერ გავიგე, სხვას რატომ განვიკითხავთ, როცა ჩვენი თავისთვის ვერ მიგვიხედია?!!!
ხო, მართლა ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება... წინასწარ გილოცავთ მეგობრებო!"