logo_geo
eng_logo
შს მინისტრი არქიმანდრიტის დაკავების ფაქტზე: არის რაღაც, რისი გამოქვეყნებაც არ შეიძლება...
- +

26 ივნისი. 2016. 23:10


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არქიმანდრიტ გაბრიელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით "აიპრესთან" კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ ის პოლიციელის შეურაცხყოფის უფლებას არასდროს არავის მისცემს.


"აიპრესის" კითხვაზე - ბატონო გიორგი დღეს მომხდარ ფაქტს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოებაში. რატომ არ ასაჯაროვებთ იმ ვიდეოს, რომელიც ლანჩხუთის საპატრულო პოლიციამ გადაიღო?


შს მინისტრმა განაცხადა - "მე არა მგონია, რომ გამოვაქვეყნოთ, რაღაც შეიძლება დავტოვოთ გამოუქვეყნებელი, რადგან ეს არ არის პრობლემა. მთავარია, მამაომაც აღიარა და შემოქმედის ეპარქიამაც განაცხადა , რომ ფიზიკურ შეხებას არ ჰქონია ადგილი. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პოლიციელები სასულიერო პირს ზედმეტად შეეხნენ. არის რაღაც ისეთი, რისი გამოქვეყნებაც არ შეიძლება." - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner