შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არქიმანდრიტ გაბრიელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით "აიპრესთან" კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ ის პოლიციელის შეურაცხყოფის უფლებას არასდროს არავის მისცემს.
"აიპრესის" კითხვაზე - ბატონო გიორგი დღეს მომხდარ ფაქტს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოებაში. რატომ არ ასაჯაროვებთ იმ ვიდეოს, რომელიც ლანჩხუთის საპატრულო პოლიციამ გადაიღო?
შს მინისტრმა განაცხადა - "მე არა მგონია, რომ გამოვაქვეყნოთ, რაღაც შეიძლება დავტოვოთ გამოუქვეყნებელი, რადგან ეს არ არის პრობლემა. მთავარია, მამაომაც აღიარა და შემოქმედის ეპარქიამაც განაცხადა , რომ ფიზიკურ შეხებას არ ჰქონია ადგილი. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პოლიციელები სასულიერო პირს ზედმეტად შეეხნენ. არის რაღაც ისეთი, რისი გამოქვეყნებაც არ შეიძლება." - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.