logo_geo
eng_logo
დავით კაჭარავა: ბიძინა ივანიშვილმა ქართული რაგბის განვითარებისთვის 200 მილიონი ლარი დახარჯა
- +

11 სექტემბერი. 2020. 01:34

 

 

„დღეს მოხდა საოცრება და ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მონაწილოება „8 ერში“. ეს პირადად ჩემი და უამრავი ქართველი გულშემატკივრის და ალბათ ყველა მორაგბის ოცნება იყო და როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს, დღეს პირადად ჩემი ოცნება ახდა“, - ამის შესახებ მორაგბე დავით კაჭარავამ, რომელიც „ქართულ ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში დაასახელეს, იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იყო დიდი თავდადების, სულისკვეთების, სამშობლოს სიყვარულის და ძალიან მძიმე შრომის შედეგი, რომელსაც თან ახლდა დიდი მხარდაჭერა მთავრობის, „ქართუს“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

 

„უნდა ვთქვათ ეს ციფრებიც, ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონი ლარი დახარჯა ქართული რაგბის განვითარებისთვის. როცა მე დავიწყე რაგბის თამაში, მაშინ არ არსებობდა არც ერთი მინდვრის მოედანი აქედან გამომდინარე, ეს შედეგეგი შემთხვევით არ იყო. ეს იყო 2 მხარის შეერთება: დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერის. ეს ამტკიცებს იმას, რომ თუ სწორად დავხარჯავთ შრომას, ინვესტიციებსა და თავდადებას, მაშინ შედეგი აუცილებლად დგება და ოცნებები ხდება“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner