logo_geo
eng_logo
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 96 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

11 სექტემბერი. 2020. 11:35

 

 

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 96 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო 10 დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 000-ს აჭარბებს. გასული დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 209 ადამიანი გარდაიცვალა.

 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 4 562 414 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 76 271 გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner