logo_geo
eng_logo
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა
- +

11 სექტემბერი. 2020. 11:42

 

 

9/11-ის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19 თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე - პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში, ბორო შანკსვილის მახლობლად ჩამოვარდა.

 

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2777 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner