logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 სექტემბერი. 2020. 11:44

 

 

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 45 505 შემთხვევაა დადასტურებული.

 

სომხური მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 909-ს აღწევს. სომხეთში 280-მდე გაიზარდა დაღუპული ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალება სხვა დაავადებებმა გამოიწვია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“-სგან 41 434 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner