logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია: ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია
- +

11 სექტემბერი. 2020. 12:15

 

 

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის ცენტრალურ პარკში პირველკურსელებს შეხვდა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცა.

 

„ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება, მიყვარს მათთან ლაპარაკი და მათი ანთებული თვალების ყურება. ეს მაძლევს ძალას და მოტივაციას, განსაკუთრებული შემართებით ვაკეთო ის საქმე, რაც მათთვის ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია. მინდა, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს შენების პროცესში, რადგან მათი ძალა, მიზანსწრაფულობა და მოტივაცია დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა და განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფასო ფაკულტეტები დაემატა, ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით“, - განაცხადა კანდიდატმა.

 

ირკალი ხახუბიამ ახალგაზრდებს ფოთში ახალი საზღვაო აკადემიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner