logo_geo
eng_logo
მასშტაბური ხანძრის გამო, აშშ-ში, ორეგონის შტატში 500 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
- +

11 სექტემბერი. 2020. 13:16

 

 

სააგენტო „Associated Press“-ის ინფორმაციით, საუბარია შტატის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტზე.

 

ხანძარი ორეგონის შტატში 360 000-ზე მეტ ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

 

აშშ-ის ნაციონალური უწყებათაშორისი სახანძრო ცენტრის ინფორმაციით, ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა. საერთო ფართობი კი 1.7 მილიონ ჰექტარს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner