სააგენტო „Associated Press“-ის ინფორმაციით, საუბარია შტატის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტზე.
ხანძარი ორეგონის შტატში 360 000-ზე მეტ ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.
აშშ-ის ნაციონალური უწყებათაშორისი სახანძრო ცენტრის ინფორმაციით, ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა. საერთო ფართობი კი 1.7 მილიონ ჰექტარს აჭარბებს.