logo_geo
eng_logo
მამუკა ჭელიძე: არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით ცდილობდა, ხელი შეეშალა გამოძიების და სასამართლო პროცესისთვის
- +

11 სექტემბერი. 2020. 15:02

 

 

„არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით ცდილობდა, ხელი შეეშალა გამოძიების და სასამართლო პროცესისთვის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება იმ პროცესს, რასაც ბრალდებული აი, ამ პერიოდის განმავლობაში მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით ცდილობდა, ერთი მხრივ ხელი შეეშალა გამოძიების პროცესისთვის, სასამართლო პროცესისთვის. როგორც მოგეხსენებათ, მისი შვილი ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ერთი მხრივ - ახორციელებდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და მეორე მხრივ - ცდილობდა მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რაც დადასტურდა აღნიშნული გამოძიების პროცესში უტყუარად, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იგი ბრალდებულის სახით იქნა თბილისში დაკავებული“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner