logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: 2012 წელს ფასადური დემოკრატია, მონოპოლიზებული და პროპაგანდად გადაქცეული მედიით, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეცვალა
- +

11 სექტემბერი. 2020. 14:43

 

 

„გარდამტეხი ცვლილებები რეალურად მოხდა 2012 წელს  - ფასადური დემოკრატია, როდესაც მძიმე დარღვევებით და დანაშაულებებით მიღწეული მცირე წარმატებებით ხელისუფლება მონოპოლიზებული და პროპაგანდისტულ მანქანად გადაკეთებული მედიით ხალხს და პარტნიორებს ატყუებდა, შეიცვალა! ამ ცვლილებებს და გამარჯვებას მიაღწია “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

 

„2012 წლიდან ჩვენ ავირჩიეთ ნამდვილი დემოკრატია, რომელიც, რასაკვირველია რთულია, მოითხოვს მეტ ძალისხმევას, მეტ ჩართულობას, კამათს და საზოგადოების აზრის პატივისცემას. ფასადურ დემოკრატია ქვეყანა არ დაუბრუნდება! - ჩვენი მმართველობის პერიოდში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დაცულია ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია და საკუთრების უფლება დაცულია, ტარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და საქართველოს აქვს სწორი, პრაგმატული და პროგრესული საგარეო  პოლიტიკა, აქვს წარმატებები ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში. ეს არის იმ დემოკრატიის დამსახურება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა და რომელსაც მუდმივად ვაძლიერებთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი, გვაქვს გამოცდილება და სამომავლო გეგმები, რომლითაც შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner