რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ნანა მელიქიშვილის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაყვანა გუშინ ადგილების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.
„მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. გუშინ პალატაში გადაყვანა ვერ მოხერხდა ადგილების უქონლობის გამო და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის პალატაში დღეს იქნება გადაყვანილი", - განაცხადა ექიმმა.