ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ამ კორონობაში კორონა ქართულ ენასაც შეეყარა, ეს „თერმო სკრინინგი“ ჩვეულებრივად - ადამიანურად და ქართულად სიცხის გაზომვა რომაა და სხვა არაფერი, ალბათ კი იცით. „კლასტერი“ ახლახან შემოგვემკვიდრა და სივრცით ჯგუფს ნიშნავს. ასევე ყველა სიტყვის შესაბამისი არსებობს ამ დალოცვილ ქართულში, მაგრამ ვიღაცები რატომღაც მგრძნობიარეს სენსიტიურს ამჯობინებენ, უფრო ჭკვიანები და „ინწელექტუალები“ უნდათ რომ გამოჩნდნენ...
დღეს კიდევ ერთი ახალი სიტყვა გამოჩნდა ქართულ „ბაზარზე“ - რენდომული კვლევა, რომელიც ქართულად ნიშნავს შერჩევით კვლევას! და უკაცრავად კი ვარ, მაგრამ სიიიიდან, მეგობრებოო, ასეთი ამბიციები, სიიიდან, ქართულად რეიზა არ გინდებლარიენ ლაპარაკი?
ვიტალური - სასიცოცხლო
ლეტალური - სასიკვდილო
ქეისი - შემთხვევა
ლოკაცია - ადგილმდებარეობა
კონტენტი - შინაარსი
ელიმინაცია - აღმოფხვრა
იმპლემენტაცია - განხორციელება
აფილირება - დაკავშირება
დეტექცია - გამოვლენა
რეზულტატი - შედეგი
ლატენტური - ფარული
მუსირებს - ვრცელდება
იდენტური - მსგავსი
ნონსენსი - უაზრო, სისულელე
ნოუჰაუ - სიახლე
პერმანენტული - განუწყვეტელი
დელივერი - სახლში მიტანის სერვისი
სენსიტიური - მგძნობიარე