19 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი უსასტიკესი ტერაქტიდან, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა.
,,შეუძლებელია დრომ შეამციროს იმ ადამიანური დანაკარგისა და ზიანის მასშტაბი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის რთულ დღეს, 2001 წლის 11 სექტემბერს.
19 წლის წინ, უსასტიკესმა ტერაქტმა შეგვძრა თითოეული ჩვენგანი ისევე, როგორც ყოველი ამერიკელი. ამ ტერატქმა შეცვალა მსოფლიო, ეს იყო უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დავინახეთ ამერიკელი ხალხის უდიდესი გმირობა.
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ ტრაგედიას და განუზომელ მსხვერპლს, რაც გაიღო ამერიკელმა ხალხმა, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა, და თავისუფალი სამყაროს მოქალაქეებმა. საქართველო, როგორც მაშინ, დღესაც გვერდში უდგას თავის სანდო და მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარ ქვეყანას და ღირსეულ ამერიკელ ხალხს.
თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. ტერორიზმი მსოფლიო საფრთხეა, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენს ქვეყანას ღირსეული ადგილი უჭირავს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.