logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ზოგჯერ ჟურნალისტების მხრიდან უსინდისო ბრალდებებს აქვს ადგილი
- +

11 სექტემბერი. 2020. 22:08

 

 

ვახტანგ ფალიაშვილის სახლი, სადაც მემორიალური დაფაა გაკრული კახიანის მეუღლეს მემკვიდრეობით გადაეცა. თქვენ კი ამბობთ, რომ თითქოს კახიანი გამდიდრდა და შეიძინა,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის ქონებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ზოგჯერ კონკრეტული ჟურნალისტების მხრიდან უსინდისო ბრალდებებს აქვს ადგილი.

ვახტანგ ფალიაშვილის სახლი, სადაც მემორიალური დაფაა გაკრული და რომელიც გიორგი კახიანის მეუღლეს ბაბუისგან ანუ ვახტანგ ფალიაშვილისგან მემკვიდრეობით საკუთრებაში გადაეცა, თქვენ ამბობთ, რომ ეს სახლი, გიორგი კახიანმა შეიძინა, თითქოს გამდიდრდა კახიანი. მეორე ბინაზე, რომელიც თქვენს სიუჟეტში იყო, 40 თუ 25-30 წლის წინ აქვს მის ოჯახს შეძენილი, ბავშვობაში, და მესამე, სამტრედიაში სახლი, ბაბუის დანატოვარია და თქვენ ამბობთ, რომ ამ სამი სახლით გამდიდრდა კახიანიო. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ამ სიტყვას, უსინდისო ბრალდებებს ვხედავთ ხოლმე ადამიანების მხრიდან, კონკრეტული ჟურნალისტების მხრიდან და ამის შემდეგ თქვენ, გეძლევათ „შესაძლებლობა" დასვათ კითხვები „კახიანი ხომ არ გამდიდრდაო”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner