საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: „ლელო“ უნდა მოიხსნას არჩევნებიდან!!! მევახშეთა პარტია და მისი ლიდერი ხაზარაძე აწარმოებს ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას!!! ხალხისთვის წართმეული ფული ტომრებით აქვთ ჩატანილი რაიონებში და ცდილობენ ხალხის ყიდვას!!! ეტყობა ვაჭარ-მევახშეს საქართველო სტამბულის ბაზარი ჰგონია და ფიქრობს, რომ მონებს იყიდის!!! ხალხს მოვუწოდებ, რომ გამოართვან ფული და ისევე გადააგდონ, როგორც ხაზარაძემ გადააგდო გაჭირვებული ქართველები, ხოლო ცესკო-სგან კატეგორიულად მოვითხოვ მევახშეთა პარტიის არჩევნებიდან მოხსნას!!!...