„ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის არცერთმა კლასტერმა არ გაიკარა. იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან ტოქსიკური და უსარგებლო ფიგურაა! მას პარტიისთვის არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია, რადგან ძალიან გასვრილი, სისხლიანი და კომპრომეტირებულია“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.
„ფაქტია, რომ საქართველოში ლიბერალური პლატფორმა საერთო ჯამში ამომრჩევლის მხოლოდ 15 პროცენტს მოიცავს. ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში, რომელსაც ვერ დავასახელებ, გამაცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ 7 პროცენტია! კვლევის თანახმად, ასევე დადგინდა, რომ ლიბერალურ ფრონტზე, რომლის ამომრჩეველიც მხოლოდ 15 პროცენტია. ჩაკვეხებულია უამრავი პარტია და მათ შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. მოგეხსენებათ, დასავლეთი მხოლოდ ლიბერასტებს აფინანსებს და ამიტომაც ამტვრევენ ეს პარტიები ერთმანეთს თავ-პირს...“ - განაცხადა ირაკლი გოგავამ.