logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს: თქვენი სახით ნამდვილად ღირსეული შემცვლელი გვეყოლება!
- +

27 ივნისი. 2016. 03:15


 

პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სიტყვით მიმართა.


"დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით ნამდვილად ღირსეული ცვლა გვეყოლება, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. ჩვენ ვაყალიბებთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ, ახალგაზრდებისთვის, მომავლისთვის კეთდება. გვინდა, ფუნდამენტალურად შევცვალოთ განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ის შრომის ბაზარზე იყოს მორგებული. ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ "სტარტაპების" პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას. სახელმწიფო დაგიფინანსებთ იდებს. იმედი მაქვს, თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით, ეს თქვენი პოტენციალის გამოყენების საშაულებას მოგცემთ. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შანსი, რომელიც გეძლევათ",- განაცხადა პრემიერმა ახალ სპორტის სასახლეში, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner