logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აქამდე ყველაფერს იტყუებოდა
- +

12 სექტემბერი. 2020. 22:18

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა აღიარებების სერიას დღეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აღიარება დაემატა, სადაც მან დაადასტურა, რომ აქამდე ყველაფერს ტყუილს ამბობდა.

 

 

 

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, რომ აღიარებების სერია გრძელდება და „შეგპირდით“, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ისე არიან აჭრილები, რომ ბევრ ისეთ რამეს ამბობენ, რაც ვერც კი წარმოედგინათ ადრე თუ იტყოდნენ და აღიარებების მთელი სერია იყო. რამდენიმე წუთის წინ ამ აღიარებებს დაემატა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აღიარება - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ, რატომ ბოდიში 8 წლის შემდეგ? ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ახლა დადგა სიმართლის თქმის მომენტი, ანუ მანვე დაადასტურა, რომ აქამდე ყველაფერს ტყუილს ამბობდა. ეს არ არის ჩვენი ნათქვამი, ეს არის მისი ნათქვამი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner