logo_geo
eng_logo
ვოლგოგრადის „როტორში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან
- +

12 სექტემბერი. 2020. 22:56

 

 

ვოლგოგრადის „როტორში“ კორონავირუსი გავრცელდა. ტესტების პასუხებმა აჩვენა, რომ გუნდის 7 ფეხბურთელი ინფიცირებულია, მათ შორის არის 2 ქართველი - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.

 

„როტორის“ ვებგვერდის ინფორმაციით ინფიცირებული, მოთამაშეები იზოლირებულნი არიან. გუნდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავარი პრიორიტეტი ფეხბურთელების და თანამშრომლების ჯანმრთელობაა. დაუყოვნებლივ იქნა მიღებული პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება.

 

„როტორში“ მიქელთაძისა და ყიფიანის გარდა, ზურიკო დავითაშვილი და საბა კვერკველია თამაშობენ. გუნდს ცოტა ხნის წინ დინამო ბათუმიდან იჯარით ჯოვინო შეუერთდა, ხოლო ჯანო ანანიძემ „როტორთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

 

ვოლგოგრადული გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა, ხოლო 13 სექტემბერს, კრასნოდარს დაუპირისპირდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner