ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და მეგობარს მადლობას უხდის მოულოდნელი სიურპრიზის გამო.
„მარტივი არ არის ამ ნაცრისფერ ოთახში, ჩემთვის განკუთვნილ ოთხ კვადრატულში დავეტიო… ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა, საღამოს ცოტა სუნთქვა გამიძნელდა, ხველა დამეწყო და ინჰალაცია დამჭირდა…
დიდად პოზიტიურად მოაზროვნე არ ვარ და წამიღო ცუდმა ფიქრებმა.
ვგრძნობ უცნაურ ტკივილს... იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა, ჩემგან ინფექცია გადადებოდა - რუსთავი 2-ის ჟურნალისტი
იღება კარი და ცოტა გაოცებული, გადაფუთული მედდა შემოდის ბუშტებით (უფრო კონცეპტუალური არაფერი მინახავს) და ამანათით „ცხომელიძე კორონა 6“. არც ავტორი ეწერა ზედ და არც წერილი ახლდა.
ტირილს რომ მოვრჩი, ავიღე ტელეფონი და დავურეკე ქეთის, ამოვიცანი ერთ წამში ან როდის მოახერხე დათას ხელში, ან რამდენი იფუსფურე, მადლობა კი არა ამ დროს სულ სხვა ეფექტი ქონია ყურადღებას…
ირაკლი ფანცულაია უშენოდ არ გაკეთდებოდა ეს ამბავი ვიცი #COVID-19 პოზიტიური ეფექტი“- წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 4 სექტემბერს, გადაცემაში ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი იმყოფებოდა, რომელსაც თეონა ცხომელიძესთან ჰქონდა შეხება.
ჟურნალისტს გუშინ, 11 სექტემბერს PCR- ტესტით ვირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგად, ტელეკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტი, რომლებსაც ცხომელიძესთან შეხება ჰქონდა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.
მედიკოსები “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს ყოველ 48 საათში PCR ტესტებს გაუკეთებენ.