logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს!
- +

27 ივნისი. 2016. 03:18



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

 

"მოხარული ვარ, რომ ამდენ შემართულ ახალგაზრდას ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს "ქართული ოცნების" თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 

პარტია "ქართული ოცნება" ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლეზე, ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია, გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია.

 

თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენს სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ის სამშობლოს ემსახურება",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


"სწორედ ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ. დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით ნამდვილად ღირსეული ცვლა გვეყოლება, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. ჩვენ ვაყალიბებთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ, ახალგაზრდებისთვის, მომავლისთვის კეთდება. გვინდა, ფუნდამენტალურად შევცვალოთ განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ის შრომის ბაზარზე იყოს მორგებული. ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ "სტარტაპების" პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას. სახელმწიფო დაგიფინანსებთ იდებს. იმედი მაქვს, თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით, ეს თქვენი პოტენციალის გამოყენების საშაულებას მოგცემთ. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შანსი, რომელიც გეძლევათ", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner