მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 29 მილიონს უახლოვდება. ასეთ მონაცემებს ავრცელებს ვებგვერდი „ვორლდომეტრი“. მათივე ცნობით, „კოვიდ-19“-ის შედეგად 925 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია. ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ვირუსის 33 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 814 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში საფრანგეთში „კოვიდ-19“ 10 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე დღეა, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აღწევს.
რთული მდგომარეობაა ჩეხეთშიც, სადაც უკვე მეხუთე დღეა, ყოველდღე 1000-ზე მეტ ადამიანი ხდება ინფიცირებული.