რუსეთში კორონავირუსის 5 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში 1 მილიონ 62 ათასს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში დაიღუპა 94 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ს 18 578 ადამიანი ემსხვერპლა.