logo_geo
eng_logo
პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

13 სექტემბერი. 2020. 12:39

 

 

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი აქციის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. როგორც იუწყებიან, პარიზში გამართულ აქციაზე 2500 ადამიანი შეიკრიბა და დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. დემონსტრანტების ნაწილს დანები და ჩაქუჩები ჩამოართვეს.

 

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა ნაგვის ყუთებს წაუკიდეს ცეცხლი და დააზიანეს ერთი ავტომობილი.

 

საერთო ჯამში, საფრანგეთში 12 სექტემბერს გამართულ აქციებში 6000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

ტულუზაში კი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ყვითელჟილეტიანების აქცია აკრძალეს.

 

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბრიდან იმართება. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე გადასახადის გაზრდას და შესაბამისად ბენზინზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ. შემდეგ კი, მომიტინგეებმა მთავრობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner