logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 74 ადამიანი დააკავეს
- +

13 სექტემბერი. 2020. 12:55

 

 

ავსტრალიაში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 74 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაცია მელბურნში გაიმართა.

 

დემონსტრანტების ნაწილმა მელბურნის სასურსათო ბაზარში პოლიციელებს ბოსტნეული და ხილი დაუშინა. „თავისუფლება“ „ძალაუფლება ხალხს“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

 

მომხდარის ამსახველი კადრები ავსტრალიურმა მედიამ გაავრცელა. შეტაკებების შემდეგ პოლიციამ აქციების სავარაუდო ორგანიზატორის, 44 წლის მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner