ავსტრალიაში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 74 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაცია მელბურნში გაიმართა.
დემონსტრანტების ნაწილმა მელბურნის სასურსათო ბაზარში პოლიციელებს ბოსტნეული და ხილი დაუშინა. „თავისუფლება“ „ძალაუფლება ხალხს“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
მომხდარის ამსახველი კადრები ავსტრალიურმა მედიამ გაავრცელა. შეტაკებების შემდეგ პოლიციამ აქციების სავარაუდო ორგანიზატორის, 44 წლის მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.