logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2020. 15:16

 

 

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში თავდადებულის, დავითაიას, ახალგაზრდობის, ქორქიას, ჭყონდიდელის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

 

„მათი პრობლემები ჩემთვის კარგად ნაცნობია, რადგან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავი. ვიცი თითოეული უბნის საჭიროება. ბევრი საკითხი ერთობლივი მუშაობით უკვე გადავჭერით.

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავდადებულის, კოსტავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე არაერთი პროექტი განხორციელდა: კეთილმოეწყო ეზოები, გადაიხურა მრავალსართულიანი კორპუსები, საჯარო სკოლებში რეაბილიტირდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტულ- გამაჯანსაღებელი მოედნები“, - განაცხადა კანდიდატმა.

 

შეხვედრაზე მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალარინების ქსელის მოწესრიგების საკითხი დასვეს. ირაკლი ხახუბიას განცხადებით, ამ პრობლემების გადაჭრა გუნდის უპირველესი ამოცანაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner