logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ნანა ალექსანდრიას, დამსახურებული მოჭადრაკეობის მიუხედავად, შვილის აღზრდას ვერ შევუქებ
- +

13 სექტემბერი. 2020. 19:43

 

 

„ნანა ალექსანდრიას, დამსახურებული მოჭადრაკეობის მიუხედავად, შვილის აღზრდას ვერ შევუქებ. უფრო მეტიც, მის ადგილზე გიგა ბოკერიას გაზრდისთვის თავს გარეთ ვერ გამოვყოფდი!“ - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ნაწამები სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ნანა ალექსანდრიას, დამსახურებული მოჭადრაკეობის მიუხედავად, შვილის აღზრდას ვერ შევუქებ. უფრო მეტიც, მის ადგილზე გიგა ბოკერიას გაზრდისთვის თავს გარეთ ვერ გამოვყოფდი!

 

ქუჩაში რომ გავდივარ, სრულიად უცნობი ადამიანები მაჩერებენ და დიდი სიყვარულით მეგებებიან – სულხანის მამა არ ხართო? ქალბატონო ნანა, თქვენთვის თუ უთქვამს ვინმეს – რა კარგი შვილი გაგიზრდიაო? გიგა ბოკერიათი არათუ უნდა იამაყოთ, ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ წლებისთვის, რაც მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავს დაატეხა. გასცდით თქვენი შვილის მცირერიცხოვან მხარდამჭერთა სექტას, ნახავთ, რამდენ ბრუნვაში ატრიალებენ თქვენს სახელს. საკუთარი თავი მაინც დაინდეთ და შეიცოდეთ!“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner