logo_geo
eng_logo
კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია „თელასის“ ქვითრებში აღარ აისახება
- +

2 მარტი. 2016. 10:54


სააქციო საზოგადოება „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, „კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი შეიცვალა.



საკრებულოს გადაწყვეტილებით, „კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ „თელასის" სააბონენტო ანგარიშზე, რაც კომპანიის ქვითრებში აისახებოდა.



კომპანიის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია „თელასის" ქვითრებში აღარ აისახება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner