logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ქალი, რომ პირში „შვიშტოკს“ გაიჩრის და მანქანის კაპოტზე შეხტება, ვისზე რა უნდა თქვას?
- +

13 სექტემბერი. 2020. 20:26

 

 

„მათი სითავხედე იქამდეც კი მივიდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ გააჩაღეს ბინძური კამპანია“, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ნაწამები სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„მათი სითავხედე იქამდეც კი მივიდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ გააჩაღეს ბინძური კამპანია. ვინ საუბრობს ქვეყნის მტრობაზე, ელენე ხოშტარია? ქალი, რომ პირში „შვიშტოკს“ გაიჩრის და მანქანის კაპოტზე შეხტება, იმან ვისზე რა უნდა თქვას? ასეთ ადამიანს რა უნდა პარლამენტში და როგორ უნდა ანდო ქვეყანა? შეეშვი ამ ქვეყანას, შვილო! გეყოფათ, რაც უმტრეთ საქართველოს! კახურად ვიტყვი – ყველა იმ კაცის დედა ვატირე, ვინც „ნაცმოძრაობას“ თავის ბოკერიან, ბაქრაძიან, ხოშტარიან და უგულავიანად ხმას მისცემს არჩევნებზე.

 

დიახ, ყველანი საქართველოს მტრები იქნებით! შვილებზე, საქართველოზე იფიქრეთ, ხალხნო! დღეს კომპასით რომ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის ვითომ სწორ გზაზე დაყენებას, ამ კომპასს ჩემი შვილის მკვლელებთან მივყავართ! არ შეცდეთ, არ გაბედოთ და ჩემი შვილის მკვლელებს ხმა არ მისცეთ!“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner