ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარ დეპუტატად თვითწარდგენილ გიგა ბოკერიას გამჩენი არ ასვენებს. ოღონდ ამ შემთხვევაში მის საარჩევნო ტურნეში თანმხლებ და ამაზრზენი შვილის მიერ დიდი ხნის წინათ დაშამათებულ დედას – მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიას არ ვგულისხმობ!
ღმერთმა დამიფაროს არც უფალი მიგულისხმია! აბა, ქრისტეს მოძულეობით განთქმულ გიგა ბოკერიასთან უფალს როგორ დავაკავშირებ!
გიგა ბოკერიას „გამჩენი“ სატანაა და სწორედ ის არ ასვენებს მის „პირმშოს“, როდესაც ფოთში საარჩევნოდ გადასახლებულს, აი, ასეთ რამეს დააწერინებს ფეისბუქ–სტატუსში:
„მე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი ვიყავი. დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ“....
არადა, ამ სტატუსში გიგა ბოკერია საკუთარი თავით ტკბობას არის მიცემული, აქაოდა, საქართველოში სამოქალაქო ომი და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არ უნდა დაგეშვაო!
მაგრამ!
მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები – გამსახურდია ნაცისტი და დიქტატორი იყო! დიახ, „დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ“ – სწორედ ამას ნიშნავს, ზვიადი ნაცისტი დიქტატორი იყოო!
ვგონებ, შეხსენებაც არ ღირს, მსოფლიოში ვინ არის საყოველთაოდ აღიარებული „ეთნიკური ნაციონალიზმის“ მეხოტბე „პოლიტიკური პლურალიზმის“ მტერი!
დიახ, ეს ადოლფ ჰიტლერია!
ბოკერიასთვის კი – ეს „ჰიტლერი“ ზვიად გამსახურდიაა!
ახლა, მითხარით, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო საქართველოსთვის ეროვნულ გმირს, სამშობლოს თავშეწირულ პირველ და ერთადერთ სულით ხორცამდე ეროვნულ პრეზიდენტს?! ანუ ბოკერიამ პირდაპირ განაცხადა – გამსახურდია ჰიტლერი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვემხოო!
ამ რამდენიმე წლის წინათ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სამშობლოდან ნიდერლანდებში გადახვეწილმა ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა ირაკლი ურუმბეგაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად გიგა ბოკერიასთან დაკავშირებული საგულისხმო ისტორია გაიხსენა:
თბილისის ომის დროს, კანონიერი ხელისუფლების მომხრეებმა რუსთაველის გამზირზე ავტომატით შეიარაღებული გიგა ბოკერია დაიჭირეს და მთავრობის სასახლეში პანღურით შეათრიეს. ბევრი არ უფიქრიათ და ამ დამპალი პუტჩისტის დახვრეტად გადაწყვიტეს. ჰოდა, ირაკლი ურუმბეგაშვილი იხსენებს – მაშინვე ვიცანი ეს ადამიანის არამსგავსი და ბიჭებს პირადად მე გადავათქმევინე, ჯერ პატარაა ეს არამზადა და გავუშვათ, ნუ მოვუსწრაფებთ სიცოცხლესო!
თუმცა, ეს ამბავი ასე არ მთავრდება: ირაკლი ურუმბეგაშვილმა ზემოხსენებულ ინტერვიუში, როგორც იტყვიან, სიმწრისგან ლამის იდაყვები დაიჭამა: რატომ არ ჩავაძაღლე ეგ სატანა, რამდენ უბედურებას ავაცილებდი საქართველოსო!
დიახ, ძალიან კარგად მესმის ირაკლი ურუმბეგაშვილის – ბოკერია მართლაც საქართველოს უბედურებაა! ეს გარეწარი ზვიადის „ჰიტლერობაზე“ გველურად რომ საუბრობს, იქვე, რა თქმა უნდა იმას არ იხსენებს, რომ ის თბილისის ომისას უბრალოდ, „ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი“ კი არა, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში იარაღით მონაწილე მკვლელი იყო!
გიგა ბოკერია არც იმას იხსენებს, შეიარაღებულ კაციჭამია მხედრიონელებთან ერთად როგორ მონაწილეობდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მისგანვე დასმენილი მისივე თანაკურსელი „ზვიადისტი“ სტუდენტების რბევა-გვემაში!
გიგა ბოკერია დიდ ლიბერალობაზე რომ დებს თავს, არც იმას იხსენებს, პირადად როგორ სცემა წიხლებით მოსკოვიდან ზვიად გამსახურდიას მომხრეების დასაცავად ჩამოსული ცნობილი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია!
სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში მოვარდნილი გიგა ბოკერიას სისხლიან საქმეებზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი: ნულოვანი ტოლერანტობა, ახალგაზრდების ქუჩებში დახვრეტა, ორთაჭალის ციხეში „აბუნტებული“ პატიმრების პირადად ჩაცხრილვა, 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი მდინარეები – ეს ყველაფერი მისი „საქმენი საგმირონია“!
დედაქალაქის ცენტრში გურამ შარაძის დემონსტრაციული დაცხრილვა დღისით-მზისით, ესეც გიგა ბოკერიას „შემოქმედებაა“!
ჰოდა, ახლა ფოთელებს, ხობელებსა და სენაკელებს ვეკითხები: ეს როგორ ბედავს თქვენს დალოცვილ მიწაზე სიარულს?! ამას როგორ ასუნთქებთ თქვენი დალოცვილი მხარის ჰაერს?!
გიორგი გიგაური