logo_geo
eng_logo
კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 10 ქუთაისში დაფიქსირდა
- +

14 სექტემბერი. 2020. 11:04

 

 

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 10 ქუთაისში დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.

 

მისი შეფასებით, ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის. რაც შეეხება საავადმყოფოებში საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს.

 

გუშინ ლაბორატორიაში სულ 1134 ნიმუში შემოწმდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner