კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 10 ქუთაისში დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.
მისი შეფასებით, ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის. რაც შეეხება საავადმყოფოებში საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს.
გუშინ ლაბორატორიაში სულ 1134 ნიმუში შემოწმდა.