logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა
- +

14 სექტემბერი. 2020. 11:34

 

 

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 415 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია COVID-19-ის 4 330 000-ზე მეტი შემთხვევა. პანდემიას 131 625 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ასევე ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

 

ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner