ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 415 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია COVID-19-ის 4 330 000-ზე მეტი შემთხვევა. პანდემიას 131 625 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ასევე ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.