„ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.