სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 107 ადამიანი დაინფიცირდა, 34 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 45 969 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 41 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ჯამში 1 201 პაციენტი, მათგან 282 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.