logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო ვენესუელაში სწავლა 2021 წლამდე არ აღდგება
- +

14 სექტემბერი. 2020. 14:33

 

 

კორონავირუსის გამო ვენესუელაში სწავლა 2021 წლამდე არ აღდგება. გადაწყვეტილება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მიიღო.

 

მადუროს განცხადებით, გაკვეთილების სკოლებში ჩატარება პანდემიასთან გამკლავებას გაართულებს, ამიტომ გაკვეთილები ონლაინრეჟიმში ჩატარდება და სახელმწიფო ტელევიზიის ეთერშიც გავა.

 

„ბიბისი“ წერს, რომ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან მშობლები, რადგან ვენესუელას ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტი აქვს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების ხშირად ფერხდება ხოლმე.

 

ვენესუელაში „კოვიდ-19“-ის 60 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ჯანდაცვის მუშაკები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტესტირების მცირე მასშტაბების გამო, შესაძლოა ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner