logo_geo
eng_logo
ალექანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც მას და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი
- +

14 სექტემბერი. 2020. 15:21

 

 

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც ცოტა ხანში მას და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი.

 

როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრა მოსკოვის დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 15:00) უნდა დაიწყოს და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

 

მანამდე კრემლმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკვანძო საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთობლივი პროექტების განხორციელებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ინტეგრაციულ პროცესებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner