logo_geo
eng_logo
მაღალმთიან აჭარაში ხვალიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება
- +

14 სექტემბერი. 2020. 16:00

 

 

„მაღალმთიან აჭარაში - ხულოში, ქედასა და შუახევში სწავლა ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

„გამოვლენილი 109 შემთხვევიდან, ჩვენთან დაფიქსირდა კოვიდ-ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ რესურს-ცენტრში. შესაბამისად, ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაში. როგორც ხულოში, ასევე ქედასა და შუახევში. სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ როგორც ტელესკოლის, ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში ყველა მშობელს და ბავშვს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner