logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
- +

27 ივნისი. 2016. 10:46



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.



ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით  ვაწერ ხელს ბრძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება.

ჩემს შემდგომ მინისტრებს, ვისაც არ მოეწონებათავად უნდა გააუქმონ ეს ბრძანება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner