logo_geo
eng_logo
„ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა“
- +

27 ივნისი. 2016. 10:59




პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა და მიღებული თანხით ვალი გაისტუმრა, რომელიც აშშ-ში ჰქონდა.



პროკურორმა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა და არასწორი უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეროსი კიწმარიშვილს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა.



კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა დანაშაული არ არის და როგორც მოტივზე, ვერ ვიპარაკებთ... ჩვენ ვახდენთ ფაქტების კონსტატაციას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვალები - 310 000 დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობით. გარდაცვალების წინა დღეს მის საარჩევნო შტაბში საპროტესტო აქცია მოეწყო, ბევრი ადამიანი კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონებას, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ მას ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა. დოკუმენტურად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს კიწმარიშვილმა ვინმე ჯალანზე გაასხვისა ბინა და მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი, რომელიც აშშ-ში ჰქონდა. დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ჭავჭავაძის პროსპექტზე იპოთეკით არის დატვირთული", - განაცხადა აღლემაშვილმა.



მისივე თქმით, დადგენილია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ყველა ბიზნესში საქმე მოგებისკენ არ იყო წასული.



მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულს ხელფასი ვერ გადაუხადეს და ერთ-ერთმა მოწილემ მას თანხის სანაცვლოდ საკუთარი ავტონმანქანა გადასცა. ანუ მზარეულის იმხელა სახელფასო ვალი ჰქონდათ, რომ იმ ფასად ავტომანქანა მისცეს. პროკურატურას მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, ვინ რა დროს რისთვის იკლავს თავს, არ ევალება. ჩვენ თვითმკვლელობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი დავასახელეთ. ის, რაზეც ოჯახის მხრიდან კეთდება მუდმივი მინიშნებები, რომ მოხდა მკვლელობა, ცალსახად გამოირიცხა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ იმ ტრაექტორითა და მდგომარეობით (პოზებით), რა სურათიც გვქონდა, სხვა პირს ავტომანქანაში უბრალოდ იარაღის გასროლა არ შეეძლო", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner