logo_geo
eng_logo
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, „სავაჭრო ცენტრი - 2009“-შიბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ
- +

14 სექტემბერი. 2020. 20:53

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,  „სავაჭრო ცენტრი - 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მათ  საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და  გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე.

 

აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და  მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით,  მოიჯარეები ძირითადი საიჯარო გადასახადებისგან, 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

 

„სავაჭრო ცენტრი-2009“ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები,  მოვაჭრეთა  საქმიანობა  ყველა საჭირო რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, ჯამში, დასაქმებულია 4 ათასამდე ადამიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner