logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: აფხაზებისა და ოსების დაშორიშორება მხოლოდ რუსეთის ბრალი არაა
- +

14 სექტემბერი. 2020. 20:34

 

„ვფიქრობ, აფხაზებისა და ოსების ასეთი დაშორიშორება მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არაფერი გაგვიკეთებია, რომ მათთან კულტურული და ადამიანური ურთიერთობა არ გაგვეწყვიტა“, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა.

 

„ვფიქრობ, აფხაზებისა და ოსების ასეთი დაშორიშორება მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არაფერი გაგვიკეთებია, რომ მათთან კულტურული და ადამიანური ურთიერთობა არ გაგვეწყვიტა. სულ ცოტა ხნის წინ აფხაზმა და ოსმა, რომელთაგან ერთი სოხუმში ცხოვრობს, მეორე კი ცხინვალში, ჩემი წიგნი თარგმნეს. პრეზენტაცია იორდანიის დედაქალაქში გაიმართა. რუსებმა ღონისძიების ჩაშლა სცადეს, რასაც თავად რუსეთის ელჩი უძღვებოდა. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ ქართველმა კულტურულმა საზოგადოებამ მთარგმნელები დააჯილდოვა, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ შეაფასა, არც შეიმჩნია, რაც სახელმწიფო უწყებების, თუნდაც პრეზიდენტის, პრემიერის აპარატის ან შერიგების სამინისტროს შეცდომაა. ასეთი შეუმჩნეველი ფაქტი უამრავი იქნება, ამიტომ შედეგსაც ვიმკით“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner