logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: სააკაშვილს ვერასდროს ეყოფა სიმამაცე, საკუთარი თავისუფლების ფასად ვა-ბანკზე წავიდეს
- +

14 სექტემბერი. 2020. 21:12

 

 

 

„ვიღაცები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას შესაძლოა სხვადასხვა პროცესი მოჰყვეს, თუნდაც მისი დაკავების შემთხვევაში არეულობა, მაგრამ ეს ბლეფია – სააკაშვილს ვერასდროს ეყოფა სიმამაცე, საკუთარი თავისუფლების ფასად ვა-ბანკზე წავიდეს“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ვიღაცები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას შესაძლოა სხვადასხვა პროცესი მოჰყვეს, თუნდაც მისი დაკავების შემთხვევაში არეულობა, მაგრამ ეს ბლეფია – სააკაშვილს ვერასდროს ეყოფა სიმამაცე, საკუთარი თავისუფლების ფასად ვა-ბანკზე წავიდეს. არ არის თავისი გუნდისა და თუნდაც პრინციპებისთვის ამგვარად თავგანწირული ფიგურა. მისი იმედი რომ აქვთ, ამიტომაც არის ეს გუნდი არაადეკვატური. დღემდე მითოლოგიურ სამყაროში ცხოვრობენ გამოგონილი გმირით, რომელსაც ყველაფრის გაკეთება, ფერფლიდან აღდგენა შეუძლია. ასეთი ქმედებებითა და არაადეკვატური განცხადებებით თანდათან ნდობაც დაკარგეს და მომხრეებიც, დარჩენილები კი იმდენი არ არიან, თუნდაც თავიანთი ლიდერის თავგანწირული ნაბიჯის შემდეგ, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვება, არეულობა მოაწყონ, რადგან ის ნდობა, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობაში მოიპოვეს, ბოლო დროს ხუხულასავით ჩამოექცათ თავზე. გარდა ამისა, მოსახლეობა არეულობისთვის არ არის განწყობილი, პირიქით, მშვიდობიანი განვითარება სურს. ასე რომ, სააკაშვილის ეს ქადილიც ისეთივე ფუჭია, როგორიც სხვა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner